27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ზესტაფონში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა - სოფელში ამ დრომდე არ იციან, თუ რას მოჰყვა ნათესავებს შორის დაპირისპირება

კაცმა კარის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა, საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა. ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სოფელში ამ დრომდე არ იციან, თუ რას მოჰყვა ნათესავებს შორის დაპირისპირება, რომელიც სიკვდილით დასრულდა. ამის მიზეზი ბრალდებულს არც სასამართლოში განუმარტავს, მან დუმილის უფლება გამოიყენა.

დღის ამბები