27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
სროლის შედეგად ცნობილი ამერიკელი რეპერი დაიღუპა

ამერიკაში ცნობილი რეპერი, ჯგუფ Migos-ის წევრი Takeoff მოკლეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მუსიკოსი 28 წლის იყო. 

დაპირისპირება, რომელსაც რეპერის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგ კლუბში მოხდა. მოთამაშეთა შორის დაწყებული კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა, კლუბის 2 სტუმარი დაიჭრა,  , Takeoff-ი კი დაიღუპა. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა რეპერის ბიძა და მისივე ბენდის ქევრი Quavo. 

Migos მათი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბენდი იყო, მათი რამდენიმე ჰიტი საერთაშორისო რეიტინგების სათავეებში იყო, მათ შორის -  Bad and Boujee, Versace და Walk It Talk It.

დღის ამბები