27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ჩაატარებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი პრაიმერიზს - "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" და "დროა" ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავენ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კოლეგებს გამჭვირვალე თამაშის წესებს სთავაზობს. ამბობს, რომ პროევროპულობა პარტიებმა საკუთარი საქმით უნდა დაამტკიცონ. ერთ-ერთი ასეთი კი მისთვის პრაიმერიზია, რაც მისივე თქმით, ოპოზიციის ერთიანობის გარანტიც იქნება. ერთობა კი გიორგი ვაშაძეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ზურა გირჩთან და ელენე ხოშტარიასთან გამოსდის.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში იდეას არ ემხრობიან, თუმცა ამტკიცებენ, რომ პრაიმერიზის ჩატარების შემთხვევაში ყველა ნომინირებულ პოზიციაზე "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. საკუთარ უპირატესობაზე საუბრის მიუხედავად, პარტიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ოპოზიციას ჩიხში შეიყვანს.

დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებას გეგმავს "ლელოც". პარტიის მიზანია რესურსი გააძლიეროს და ის ამომრჩეველს ე.წ. მესამე ძალად შესთავაზოს. გიორგი ვაშაძის ინიციატივას ყველაზე დადებითი გამოხმაურება დღეს "გირჩში" მოჰყვა, სადაც ფიქრობენ, რომ პრაიმერისის იდეა ნათელს გახდის, ვის რა მიზნები აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შიდაოპოზიციური კრიზისი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების განცხადებები მხოლოდ მათ რიგებში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ პრაიმერიზსა და გაერთიანებაზე საუბარი ოპოზიციას საკუთარი ამომრჩევლის გასამხნევებლად სჭირდება.

პრაიმერიზის იდეის განხორცილებამდე "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" ოპოზიციის გაერთიანების მოლპარაკებების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ისევ აპირებს. ახლადგაერთიანებულ ოპოზიციურ სამეულში ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციის გაერთიანების დროა.

დღის ამბები