კლინიკები ახალი წესით პაციენტების მისაღებად მზად არიან . რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ბოლო ერთი თვეა, DRG მოდელის დანერგვაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. საავადმყოფოს ეკონომიკურმა და კლინიკურმა ჯგუფმა, დაფინასების წესის დეტალები, განყოფილებების მიხედვით ისე დაგეგმეს, რომ პაციენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება დროულად იყოს შესაძლებელი.
დიაგნოზთა ჯგუფების მიხედვით, დაფინანსების დეტალები უკვე გავლილი აქვთ ჩაფიძის კლინკაშიც. დღეიდან გულის ცენტრი, პაციენტებს მაღალი ხარიხის მომსახურებას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ნაკლები დანახარჯით შესთავაზებს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ახალი დაფინასების წესი საავადმყოფოებს შორის კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის
დღეიდან პაციენტებს დამატებითი ფულის გადახდა აღარ მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული ტარიფის გარდა კლინიკები
გადასახადს ვეღარ დააწესებენ. რისკებს ახალი DRG მოდელი აზღვევს, რომელიც გულისხმობს დიაგნოზის შეკრების საფუძველზე ოპერაციისთვის საჭირო თანხების გაცემას. ამასთან, კონკრეტული ოპერაციის ღირებულება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გათანაბრდა.
გარკვეულია გეგმიური ოპერაციებისთვის უკვე გაცემული დაფინასების საკითხიც. პროცედურულად, კლინიკის ექიმმა ჯანდაცვის სამინიტროს უნდა მიმართოს დოკუმენტაციის განახლების მოთხოვნით და პაციენტისთვის თანხა ახალი მოდელის მიხედვით გამოიყოფა.
ახალი მოდელის ამოქმედება ეხება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არაინ ჩართული. ამ ეტაპზე, დი არ ჯი სისტემა არ გავრცელდება გეგმურ და გადაუდებელ მომსახურებაზე, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობაზე, მშობიარობაზე, ქიმიოთერაპიასა და ინსულტის შემთხვევებზე.
ახალი ანაზღაურების მეთოდი, საპილოტე რეჟიმში, 1 იანვრამდე იმუშავებს.