27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
შეხვედრა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელთან - რა შედეგით ბრუნდება ქართული დელეგაცია აბუ დაბიდან

საქართველოს პრემიერის ორდღიანი ვიზიტი ორი შეხვედრით - ქასრ ალ ვატანის სასახლეში შეიხ პრეზიდენტთან და ტოლერანტობის ასევე შეიხ მინისტრთან,
რომელიც საქართველოში ჩადებული 150 მილიონი დოლარით ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინსვესტორია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმზიდველ კომერციულ, სავაჭრო და ტექნოლოგიურ ცენტრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მისი საერთაშორისო პოზიციონირება იზრდება. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრემიერს სამუშაო სადილზეც უმასპინძლეს. ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა საქართვლოს კონკრეტულ შედეგს მოუტანს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა და არაბული ინვესტიციის მნიშვნელობა იყო ის საკითხები, რაზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში არაერთ ორმხრივ შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება. მთავრობის მეთაური დელეგაცის წევრებთან ერთად არაბთან გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 84%-ით გაიზარდა და 190 მილიონ დოლარამდე შეადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ბოლო 2 დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები ახალი ეფექტი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

პრემიერ მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს დაემთხვა. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი არაბთა გაერთიანბულ საამიროებში უკვე დასრულდა. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი საამიროების იუსტიციის მინისტრმა გააცილა.

დღის ამბები