27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ზესტაფონში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე აღკვეთის სახით გირაოს ითხოვდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არსებული რისკების გათვალისწინებით პატიმრობა შეუფარდა.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში 50 წლის მამაკაცმა 23 წლის ნათესავი მოკლა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები