27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"მიგვიწვდებოდა ხელი ნარკოტიკზე, ვეხმარებოდით შეძენაშიო" - რას აცხადებენ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების ადვოკატები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად აცნობენ. ნაწილთან პროცედურები უკვე დასრულებულია.

ცოტახნის წინ დატოვეს დროებითი მოთავსების იზოლატორი მათმა ინტერესების დამცველებმა. ადვოკატების განცხადებით დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ნაწილი კი ბრალს არ ეთანხმება.

"შსს-მ ფარული ჩანაწერები გაავრცელა. არ არის საკონტროლო შესყიდვა, არ არის ფულის მიცემა, ნარკოტიკის ხელში გადმოცემა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მას პირადი ჩხრეკისას არაფერი არ აღმოაჩნდა, მის სისხლში ნარკოტიკული საშუალებები არ იყო, შესაბამისად, ის იყენებს დუმილის უფლებას, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე შეეცდება რომ დაამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში," - განაცხადა ადვოკატმა სოსო ხარატიშვილმა.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ძმა თავს ნაწილობრივად ცნობს დამნაშავედ.

"ნაწილობრივ ცნეს თავი დამნაშავედ ორივე ბრალდებულმა. ფაქტობრივად აღიარებენ შეძენაში დახმარებას, გასაღებას უარყოფენ. 2-ვე ძმა ამბობს, რომ საერთო მეგობარი ჰყავთ, არიან თვითონაც მომხმარებლები, ისიც მომხმარებელი იყოო და რადგან მეგობარი იყო, მიგვიწვდებოდა ხელი ნარკოტიკზე, ვეხმარებოდით შეძენაშიო," - აღნიშნა კახაბერ ვიბლიანმა. 

დღის ამბები