27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ოდირი არის ის საერთაშორისო სტრუქტურა, რომელთანაც ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა კარგი თანამშრომლობა - არჩილ თალაკვაძე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ვიზიტი თბილისში - ცოტახნის წინ დასრულდა დელეგაციის შეხვედრა ოპოზიციის ნაწილთან. ხვალ კი, მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციური ფრაქციებთან და მმართველ გუნდთან ხვალ გაგრძელდება. 

"ოდირი არის ის საერთაშორისო სტრუქტურა, რომელთანაც ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა კარგი თანამშრომლობა და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით ყველა არგუმენტირებულ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში შეხვედრას ექნება მინიმუმ 2 მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში - პირველი არის ის, რომ ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა საარჩევნო დემოკრატიული რეფორმები ტარდება მათ შორის, ევრორეკომენდაციების ფარგლებში და ასევე ჩვენი მიზანი არის 2024 წლის არცევნებისთვის იყოს რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

"ქართულ ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის:

"ჩვენთვის ეუთო/ოდირის დასკვნებსა და მათ შეხედულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის. ცხადია, იმ საკითხებზე იქნება მსჯელობა, რაც ყველაზე აქტუალურია. ეს არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება და ამ გეგმიდან ის ნაწილი საკითხები, რომელიც ოდირის პრეროგატივაა,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები