27 ნოემბერი 2024,   02:10
ვრცლად
თბილისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი დაიწყო - რაზე ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმა

თბილისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი დაიწყო.

ეუთო/ოდირის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის", - "რეფორმების ჯგუფისა" და "გირჩის" დეპუტატებს. მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციური ფრაქციებთან და მმართველ გუნდთან ხვალ გაგრძელდება.

"ჩვენ აქ ყოფნა ოდირის სტანდარტული პრაქტიკის ნაწილია სანამ ჩვენს საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებთ საარჩევნო დაკვირვების მისიაზე, ასევე ჩვენს მიგნებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ჩვენ განიხილავთ ყველა რელევანტურ მხარესთან - პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ საკითხებს. განვიხილავთ ჩვენს რეკომენდაციებს. ეს ჩვენი სტანდარტული რუტინული ვიზიტია. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურია და განსხვავდება,"- აცხადებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალბერტ იონსონი.

რაც შეეხება შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ მათი რეკომენდაციები ემთხვევა იმას, რაც  ეუთო/ოდირმა წარმოადგინა:

"ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც არის წარმოდგენილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახით, ემთხვევა კონკრეტულად, ზუსტად იმ რეკომენდაციებს, რომელიც ეუთო/ოდირმა წარმოადგინა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის წევრები, ასევე, ამბობენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც:

"ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ეს არ არის დასამალი. "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ შეიტანა ისეთი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავმჯდომარე უვადოდ ჰყავდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს პრობლემაა და ჩვენი ცვლილებების პაკეტში გამოსწორებულია,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები