"აჭარა ჯგუფი" აბასთუმანში ისტორიული სანატორიუმის "არაზინდოს" რეაბილიტაციას გეგმავს. ფინანსური შეთანხმების დოკუმენტს აჭარა ჯგუფსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას შორის, დღეს ხელი მოეწერა.
პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აქედან შტატები პროექტში 8,6 მილიონის დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ახალი სასტუმრო სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს.
პროექტი 200-მდე სამუშაო ადგილის შექმნას და ადგილობრივებისთვის ახალი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასა და "აჭარა ჯგუფს" შორის, რომელიც გულისხმობს ახალი სასტუმროს მშენებლობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კონკრეტულად კი აბასთუმანში. ეს იქნება ეკო მეგობრული სასტუმრო და ამ პროექტის შედეგად გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები დაახლოებით 300-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული. ჩვენ ძალიან გვიხარია ამ პროექტის განხორცილებაში ვართ ჩართულები. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას სხვადსხვა ინვესტიციებით," - აცხადებს კელი დეგნანი.