27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "გოცირიძის" სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მალე შევა

ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელი მეტროსადგური გოცირიძის ამუშავებას ითხოვს. ლაშა ფარულავამ მეტროსადგურთან განცხადება გააკეთა, მისი თქმით, "გოცირიძე" ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება.

"ეს არის თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის საკითხი. ორი წელია უკვე გაჩერებულია მეტრო," - აცხადებს ფარულავა.

ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 7 თვეში უნდა დამთავრებულიყო.

ბრალდებებს უპასუხა დედაქალაქის მერმა. როგორც კალაძე განმარტავს, "გოცირიძის" მეტროს სამუშაოები დასრულებულია.

"კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. გოცირიძის მეტროს სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურები. როგორც კი დასრულდება საზოგადოება შეძლებს სარგებლობას," - აცხადებს კახი კალაძე. 

დღის ამბები