27 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გამართა

ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

დუბლინში ჩატარდა მომღერალ ლაშა ღლონტის საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით "ქართული მუსიკა".

კონცერტიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდს გადაეცემა და ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ფოლკლორულმა ბენდმა "კავკასიონმა." 

დღის ამბები