27 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი - სინოპტიკოები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ზოგან წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთის ქარის გაძლიერება. თბილისში ხანმოკლე წვიმა აღინიშნებოდა დილის საათებში, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.

დღის ამბები