ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 პირი დააკავეს. ბრალდებულები არიან ხიდის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, ხიდი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახსნეს.