რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მცდელობა, გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი, არის მტკიცებულებები, რომ მომავალშიც დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებას. ამიტომ, უკრაინის პირველი პირის მტკიცებით რუსეთის ადგილი საერთაშორისო სტრუქტურებში არ არის.
"დღეს ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ტერორისტების მიერ სამიზნეებად განსაზღვრული ობიექტების უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. მხოლოდ ამ დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა, ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს მოახვედრონ. კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელია დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანიდან მათი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ დრონებთან. ამას ხედავს მსოფლიო. ვხედავთ, რომ "მსოფლიოს მეორე არმია" უკვე თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან მეორე ასეულში გადაინაცვლოს. ეს ასე იქნება," - განაცხადა ზელენსკიმ.