უკრაინაში ომის 251-ე დღეა - გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 10 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
რუსი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.
ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაში. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივები ამ დრომდე თავშესაფრებში იმყოფებიან.
დაიბომბა სუმის ოლქის 50 დასახლება.
პარალელურად, კონტრშეტევას აგრძელებენ უკრაინელებიც. მიკოლაევის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ოკუპანტთა პერსონალის კონცენტრაციის უბანზე.
ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს 2 რუსული ვერტმფრენი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკის ოლქში 9 დასახლება გაანთავისუფლეს.