სამედიცინო დაწესებულებებში დღეიდან DRG დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. კლინიკები პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ტარიფის გარდა, დამატებით გადასახდს ვეღარ დაუწესებენ. კონკრეტული ოპერაციის ღირებულება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გათანაბრდება.
ამ ეტაპზე, DRG-ი სისტემა არ გავრცელდება გეგმურ და გადაუდებელ მომსახურებაზე, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობაზე, მშობიარობაზე, ქიმიოთერაპიასა და ინსულტის შემთხვევებზე.
ახალი მოდელის ამოქმედება ეხება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებშია ჩართული. პირობების დარღვევის შემთხვევაში, კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.
"ჩვენ გვექნება ერთნაირი ტარიფი ყველა კლინიკაში DRG-ის კატეგორიების მიხედვით. პაციენტს ეცოდინება კონკრეტულ შემთხვევაში მისი წილი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს 2% ან 30%, გამომდინარე იქიდან თუ რომელ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება კონკრეტულად რა უნდა გადაიხადოს. დღეს ეს იყო ძალიან ერთგვაროვანი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ.