27 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება. ქვეყნის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს.

ტურიზმი, ენერგეტიკა და ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისება - ეს არის ვიზიტის მთავარი მიზანი, რომელმაც ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 84%-ით არის გაზრდილი, რაც რიცხვებში 190 მილიონი დოლარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საამიროების დედაქალაქში დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩავიდა. გაიმართა დახვედრის ცერემონია.

ირაკლი ღარიბაშვილს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს ელჩი დახვდნენ.


დღის ამბები