27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ვინ არის ოლიგარქი და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მისი სტატუსი - დეპუტატები კანონზე შეთანხმების მიღწევას 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ

ვინ არის ოლიგარქი და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მისი სტატუსი - დეპუტატები დეოლიგარქიზაციის კანონზე შეთანხმების მიღწევას დღეს 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მმართველი პარტიის პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება, რომელიც არ მოსწონს ოპოზიციას.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის ბრიუსელის მეხუთე რეკომენდაციას არ პასუხობს და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ოლიგარქების სიაში არ მოხვდეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი.

ოპოზიციის მისამართით საპასუხო ბრალდებები ისმის მმართველი გუნდის მხრიდან. "ქართული ოცნების" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ოპონენტებმა უკრაინული მოდელი მხოლოდ იმიტომ დაიწუნეს, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სიაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოხვდებიან.

დღის ამბები