27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ტურიზმი, ენერგეტიკა და ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისება - პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს.

ტურიზმი, ენერგეტიკა და ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისება - ეს არის ვიზიტის მთავარი მიზანი, რომელმაც ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საამიროების დედაქალაქში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 84%-ით არის გაზრდილი, რაც რიცხვებში 190 მილიონი დოლარია.

"შეხვედრაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა და მისი გაღრმავების აუცილებლობა. ასევე საკითხი შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიმდინარე მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ, რომელიც იქნება ახალი და მნიშვნელოვანი იმპულსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების. შეხვედრაზე ასევე შესაძლებლობა იყო, პრემიერ მინისტრს განეხილა ქვეყნის პრეზიდენტთან ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც შეიძლება ორმა ქვეყანამ განიხილოს და განახორციელოს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და მოიტანს ახალ ეფექტს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები