27 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარეს ელენე ხოშტარიას ოჯახსა და რუსეთის ბიუჯეტს შორის დადასტურებულ კავშირებზე კითხვა არ აქვს

ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში რუსული ფინანსების გავლენას იკვლევს, ელენე ხოშტარიას ოჯახსა და რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტს შორის დადასტურებულ კავშირებზე კითხვა არ აქვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პარტია "დროას" ლიდერის საქმიანობას, მისი მამის მიერ რუსეთიდან მიღებული ასიათასობით რუბლი ვერ განსაზღვრავს. ეკა გიგაურის ამ განცხადებას დღეს მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა მოყვა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიდგომა ორმაგი სტანდარტის პირდაპირი მტკიცებულებაა.

ეკა გიგაურის პოზიცია, დღეს მისი ორგანიზაციის წევრებმაც გაიზიარეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, ოკუპანტი ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან პოლიტიკოსის ოჯახის მიერ მიღებული ჰონორარები მოკვლევას არ საჭიროებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ხოშტარიას საქმიანობასთან ამ ფაქტის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავენ.

"დროას" ლიდერის რუსული კავშირები არც მის პოლიტიკურ პარტნიორებს აინტერესებთ, თუმცა, "დროას" ლიდერისთვის დასაჯერებლად მეტი დოკუმენტური მტკიცებულება სჭირდებათ "გირჩში". ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დაფინანსების ღიაობის მოთხოვნა შერჩევითი პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.

ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილს დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს. კანონმდებლების აზრით, ოპონენტების მხრიდან ხოშტარიას მიმართ ლოიალიურობა ორი მიზეზით აიხსნება.

ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. პარტია "დროას" დამფუძნებელმა ფაქტი არ უარყო და მედიას საბანკო გადარიცხვების გასაჯაროებას დაპირდა.

 

 

დღის ამბები