27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველობის კიდევ ხუთ კანდიდატს მოუსმინა

საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველობის კიდევ ხუთ კანდიდატს მოუსმინა. დეპუტატები დაინტერესდნენ მათი წარსულით და ამჟამინდელი საქმიანობით, გაუხსენეს წარსულში გაკეთებული განცხადებებიც.

კანდიდატების ნაწილმა არ იცოდა, როდის შეიქმნა ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტი. 

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ხათუნა სამნიძესა და მიხეილ სარჯველაძეს შორის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთი გააკრიტიკეს. 

მთავარი უფლებადამცველის სტატუსისთვის სულ 19 კანდიდატი იბრძვის, მათი მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 25 ოქტომბრიდან დაიწყო.

დღის ამბები