27 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სამმხრივი სამიტის დაწყებამდე პუტინი ილჰამ ალიევთანაც გეგმავს აუდიენციას. მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივების განხილვაა.

როგორც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა თქვა, აუცილებლია ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდეს.

"სომხეთ-აზერბაიჯანის შორის კონფლიქტი ათობით წელია გრძელდება .ყარაბაღის კონფლიქტი ოდესმე უნდა დასრულდეს და ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას ყველანაირად მხარს ვუჭერთ. ჩვენ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზები. მთავარია, მოხდეს მშვიდობის უზრუნველყოფა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ მხრივ წინსვლას," - განაცხადა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანი მოითხოვს სომხეთის ტერიტორიაზე კომუნიკაციები ერევნის სრული კონტროლის ქვეშ იყოს.

"სომხეთი დაინტერესებულია რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვით და მზადაა ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილებები.რუსეთის პროექტის მიერ შემოთავაზებული მიდგომები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დამყარების მიზნით, მისაღებია ერევანისთვის. სომხეთის ტერიტორიაზე კომუნიკაციები ერევნის სრული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. სომეხი პატიმრების გათავისუფლების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჩვენთვის მისაღებია ის მიდგომები, რომლებსაც გვთავაზობენ რუსული პროექტები, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითადი პრინციპები და პარამეტრები. იმედი მაქვს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ წინადადებას, რომ მოიხსენიოთ ეს დოკუმენტი დღევანდელი შესაძლო სამმხრივი განცხადების ტექსტში სომხეთმა შესთავაზა. მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს დადასტურება, რომ რუსული მხარე მხარს უჭერს ამ წინადადებას. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ქვეყნის ახალი ტერიტორიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით," - ამბობს ფაშინიანი.

დღის ამბები