27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ნინო დოლიძე: ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ინფორმაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, მათი ინტერესის სფეროა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, თუმცა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ხოშტარიას პარტია რუსული ფულით ფინანსდება. 

"ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენს ინტერეს იწვევს ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა არ დაგვინახავს ის რისკები, რომ ფულს იღებს  რომელიმე პარტია, ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას პარტია," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები