27 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ბინების ყიდვა-გაყიდვა area-ს პლატფორმის საშუალებით

თუ თქვენი ინტერესის სფერო ბინების ყიდვა - გაყიდვაა, უპირველესად უნდა მოიძიოთ ისეთი პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ გაპოვნინებთ სასურველ ბინას, აგარაკს, თუ სახლს, არამედ დაგეხმარებათ იმ პროცესების მართვაში, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული.

area.ge სწორედ ის პორტალია, რომელიც არამარტო განცხადებების, ვიზიტორების სიმრავლითაც გამოირჩევა, რაც განაპირობებს იმას რომ არეაზე განთავსებული ქონება ძალიან მალე იყიდება, მაძიებელი კი მოკლე დროში პოულობს მის სურვილებზე მორგებულ ბინას და იწყებს ახალ სახლში ცხოვრებას. 

თუ აპირეთ ბინის გაყიდვას, დაგჭირდებათ შესაბამისი ფოტომასალა, რომელსაც დაურთავთ განცხადებას უძრავი ქონების საიტზე განთავსებისას. მოგეხსენებათ, პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც პროფესიონალის გადაღებული ფოტოები საგრძნობლად გაზრდის თქვენი ბინით დაინტერესების შესაძლებლობას.

იმისათვის, რომ განცხადება საიტზე უკეთესად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ, ისარგებლოთ პრემიუმ სერვისით - “ქონების ვიზუალიზაცია“.

არეას პროფესიონალი ფოტოგრაფი თავად შეარჩევს გადაღებისთვის საჭირო ტექნიკას (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დრონი და ა.შ.) და რაკურსს იმისათვის, რომ ქონების ფოტოები იყოს მაქსიმალურად ნათელი, აღქმადი და რეალური.

არეა გთავაზობთ ქონების ვიზუალიზაციის სამ სახეობას, ესენია -  3დ ტური, ფოტო და ვიდეო გადაღება.

3 დ ტური  გახლავთ ქონების, ინტერიერის სრული აღწერა სამგანზომილებიან ტურში.  უძრავი ქონების 3დ ვიზუალიზაციას შეუძლია ხაზი გაუსვას სახლის ინფრასტრუქტურის ყველა მომგებიან დეტალს. მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსის 3დ გამოსახულებით მაძიებელს შეუძლია ნახოს, ხედები, კარგად განათებული ქუჩები, ავტოსადგომები, ახლომახლო მდებარე სუპერმარკეტები, სკოლები, საბავშვო ბაღები-ყველაფერი რაც საჭიროა კომფორტული და უსაფრთხო ოჯახური ცხოვრებისათვის.

გარდა ამისა,  3დ ვიზუალიზაცია წარმოაჩენს ინტერიერის დიზაინის ყველა ფუნქციურ, თუ სტილისტურ მახასიათებელს.  მისი დახმარებით შესაძლებელია მაძიებელმა ნახოს, განლაგება, ოთახების ადგილმდებარეობა, განათება, საძინებელი, სააბაზანო, სათავსოები, რაც ასე მნიშვნელოვანია არეულობის თავიდან ასაცილებლად.  3დ გამოსახულებით უფრო ნათელი და მარტივად აღსაქმელი ხდება ქონების ყველა მომგებიანი და მნიშვნელოვანი დეტალი.

ფოტო გადაღება გულისხმობს  ინტერიერის ყველა ოთახისთვის, შენობა-ნაგებობისთვის, ხედისთვის ან სადარბაზოსთვის ფოტოების გადაღებას (პაკეტში შედის მაქსიმუმ 20 ფოტო).

ვიდეო გადაღება კი - ქონების, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სრულ ვიდეო აღწერას.

კარგი ფოტო - ვიდეო მასალის მიღების შემდეგ, არეას საიტზე ათავსებთ განცხადებას და იმისთვის, რომ დროულად მიიღოთ სასურველი შედეგი შეგიძლიათ იგი აქციოთ შეთავაზებად. ესეც არეას პრემიუმ სერვისია, რომლის ფარგლებშიც განცხადება პლატფორმაზე თავსდება ინდივიდუალურად და ჩანს მთავარ გვერდზე შეთავაზებული განცხადებების ბლოკში.

ასევე, შესაბამისი ფილტრით ძებნისას მომხმარებელი ამ ქონებას იხილავს , შედეგების გვერდის  ზედა პოზიციაზე, რაც ერთი- ორად გაზრდის გარიგების სწრაფად დასრულების შანსს.

ამრიგად, არეა თავისი პრემიუმ სერვისებით ყველანაირად ეხმარება როგორც ქონების მაძიებელს, ასევე გაყიდვით დაინტერესებულ მხარეს მოკლე დროში, მარტივად მიიღოს სასურველი შედეგი.

დღის ამბები