27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე, ბათუმის სტადიონმა "აჭარაბეთ არენა" საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა.

"პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულები, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, ჟიურიმ გამოავლინა. ამ გამარჯვებით, სტადიონი წარდგება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d"Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება," - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები