27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან - ელჩი პრემიერის ვიზიტზე

არაბთა საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მთავრობის წარმომადგენლებს და ასევე,  აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობას.

"განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა", - განაცხადა კალანდაძემ. 

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება.

"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგან წელს ორი ქვეყანა ზეიმობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს შესრულდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც ქალაქ აბუ-დაბიში 2020 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო,"- აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები