27 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საინტერესო არის ის ორმაგი სტანდარტი, რასაც ამ დისკუსიაში ავლენს რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ხელაღებით აკრიტიკებენ უკრაინულ მოდელს - რატი იონათამიშვილი 

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ უკრაინულ მოდელს დაყრდნობოდნენ

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აქვე უკრაინულ ვერსიასთან დაკავშირებით ოპონენტების ვერსიებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ორმაგ სტანდარტს ავლენს.  

"ცხადია, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, რომ ჩვენ დავყრდნობოდით უკრაინულ მოდელს, ვინაიდან, როდესაც სამ ქვეყანას რეკომენდაციები წარმოგვიდგინა ევროკომისიამ განსხვავება დეოლიგარქიზაციის ნაწილში იყო ის, რომ უკრაინას აღსრულების ეტაპს ეთმობა ყურადღება. ხოლო ჩვენ შემთხვევაში, კანონის შემუშავებას.

შესაბამისად, ამ მხრივ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის უფრო საინტერესო არის ის ორმაგი სტანდარტი, რასაც ამ დისკუსიაში ავლენს რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ხელაღებით აკრიტიკებენ უკრაინულ მოდელს. რაც მთავარია, ამ მოდელით განსაზღვრულ ობიექტურ კრიტერიუმებს და ესეც აჩვენებს, სინამდვილეში ვის რა ინტერესი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ოპოზიციას არ აქვს არანაირი არგუმენტი და საფუძველი იმისა, რომ მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, გარდა პოლიტიკური მიზეზისა.

"ოპოზიციას არ აქვს არანაირი არგუმენტი და საფუძველი, რომ არ დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი, გარდა ერთისა, რომელიც არის პოლიტიკური. ის ინდიკატორები და კრიტერიუმები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ კანონპროექტში, მათ იციან, რომ შესაძლოა შეეხოს რამდენიმე პირს, რომელიც პირდაპირ აფინანსებს პოზიციურ პარტიებს თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

ოლიგარქად მიიჩნევა პირი, ვისაც აქვს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე. კანონპროექტის მიხედვით, ასეთ პირებს შეეზღუდება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა და პრივატიზაციის პროცესში ობიექტების შესყიდვა.

დღის ამბები