27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჭიჭე ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და "დროას" ლიდერი, ეს ე.წ. ტრიო საუნჯე ხელმოცარულების გაერთიანებაა - ირაკლი ზარქუა ვაშაძე-ჯაფარიძეს პასუხობს

პარტიები "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ და "ქართულ ოცნებას" 31 კითხვით მიმართავენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში უკვე ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებაში" ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს. კითხვების დიდ ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება.

"არის შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ "ქართული ოცნების" ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის შეკითხვები, რომლის გამო, ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი. ეს არის შეკითხვები, რის გამო ვერ ვიღებთ სტატუსს. შეკითხვაზე, ომი გინდათ? პასუხია, ომი კი არა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს თავად ოპოზიცია აზიანებს.

"რაც შეეხება ამ ხელმოცარულების გაერთიანებას - ჭიჭე ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და "დროას" ლიდერი, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება, ბინებს ყიდულობს და აქეთ საქართველოს მოუწოდებს ომისკენ. ეს ე.წ. ტრიო საუნჯე არის ხელმოცარული. ცალცალკე რა იყვნენ და ახლა გაერთიანებით... მკვდარი მკვდარს აეკიდაო და ესენი რომ რეკომენდაციას მოგცემენ. ჭიჭე ვაშაძე ფანჯრის რაფიდან რომ ელაპარაკებოდი, გადაცემაშიც კი არ მიგიწვიეს, იმდენად უინტერესო ხარ ევროპისთვის. ის რომ არასწორი ხარ, ის რომ ჩვეულებრივი ლაქია ხარ, შენივე გუნდის წევრმაც კი გაგშიფრა და ქალბატონმა აქუბარდიამ დაგტოვა. 

დარწმუნებული ვარ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ საფუძველი არ ექნება ვინმეს განსხვავებული გადაწვეტილება მიიღოს, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსი მინიჭება საქართველოსთვის. ეს არის სამართლიანობა, ეს არის სიმართლე," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები