ეკონომიკური ზრდა საქართველოში - სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
2022 სექტემბერი წინასწარი შეფასება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 8.8 %-ით. 2022 წლის ცხრა თვის რეალური ზრდა კი 10.2% შეადგენს.
"2022 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 8.8%-იანი ზრდა, შესაბამისად 2022 წლის 9 თვის მონაცემები გახლავთ საშუალო მონაცემები რეალური ზრდის 10.2%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების ინფორმაციისა და კომუნიკაციის მშენებლობის, სასტუმროების, რესტორნების დამამუშავებელი და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში," - განმარტა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.