27 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

დღის ამბები