სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. დაშავებულია 133 ადამიანი. დაკარგულთა რაოდენობა კი 4 ათასს აჭარბებს. როგორც მედია წერს, დაღუპულთა შორის 26 უცხოელი ტურისტია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მომხდარის გამო გლოვა გამოაცხადა, გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.