27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
პარლამენტში ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენას განაგრძობენ

რამდენად შეძლებს ოპოზიცია და ხელისუფლება კონსესუსის საფუძველზე სახალხო დამცველის ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბებას, კვლავ ბუნდოვანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანდიდატების მოსმენას განაგრძობს. დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძისა და სერგო მახარაძის კანდიდატურებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 19-მა კანდიდატმა შესთავაზა. რეალურ კანდიდატს კი დასამტკიცებლად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დღის ამბები