27 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან

უკრაინაში ომის 250-ე დღეა და ბრძოლები კვლავ გრძელდება.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ოკუპანტები ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი, ჰაუბიცები და საზენიტო დანადგარები. ჩამოაგდეს რუსული სუ-25 ტიპის საჰაერო ხომალდი.

პარალელურად, შეტევას არ წყვეტენ რუსი სამხედროები. დაიბომბა სუმის ოლქის 2 დასახლება.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მტერმა ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ქალაქ ნიკოპოლს დაარტყა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში ოკუპანტებმა, მობილიზებულთა მომზადებისთვის, ბანაკი მოაწყვეს.

დღის ამბები