27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ჭუჭყიანი პირსახოცები, ეპილაციისას მოცილებული თმა, სიბინძურე და ანტისანიტარია - რა სურათი დახვდა P.S.-ის კამერას სილამაზის სალონებში

ჟანგიანი ინსტრუმენტები, თმებით სავსე სავარცხლები, ჭუჭყიანი პირსახოცები, უკვე გამოყენებული საპარსები, ეპილაციისას მოცილებული თმები, ერთჯერადის ნაცვლად, მრავალჯერადი გამოყენების ჩუსტები, სიბინძურე და ანტისანიტარია - ეს სილამაზის სალონების ბნელი კულუარები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ თბილისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგია.

ობიექტები, სადაც ქალიც და კაციც, მოხუციც და ბავშვიც, გასალამაზებლად ან მოსაწესრიგებლად, ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც დადის, არაერთი გადამტანი დაავადების წყაროა.

თბილისის ზოგიერთ სილამაზის სალონში საგანგაშო სურათი დახვდა "კურიერი P.S.-ის" კამერასაც.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით "კურიერი P.S.-თან" ერთად შემოწმდა რამდენინმე სალონი, მათ შორის  PERLA და "ლე გრანდი".

მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაციის აპარატი ფუფუნების საგანი არ არის, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ სალონში ის საერთოდ არ აქვთ. ზოგან კი, სადაც აქვთ, თანამშრომლებმა ისიც არ იციან, სწორად როგორ გამოიყენონ ის. სახელმწიფო კონტროლმა სალონები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩია, გაირკვა რომ რამდენიმე სალონს საქმიანობის უფლებაც კი არ აქვს.

დღის ამბები