72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა და ფიზიკური დაზიანებები - სავარაუდო მოძალადეს, 30 წლის მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცი, რომელსაც ეძებენ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მეზობელია.
"კურიერმა" ცოტა ხნის წინ ჩაწერა მსხვერპლი ქალი, რომელიც თავდასხმის გარემოებებს აღწერს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"შემოვიდა ღამის 10:00 საათზე. დამესხა თავს, მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე, თან კარები ჩაკეტა, შუქი ჩააქრო. მოწეულში იყო. ქილა გამიტყდა და ამ შუშაზე მაფხოკიალა. მე მხოლოდ ფეხი გამეჭრა, იმასაც სულ სისხლიანი ჰქონდა ყველაფერი. დალურჯებები მაქვს, პოლიციამაც შემამჩნია. პირზე ხელს მაფარებდა.
ვიცნობდი, მეზობელია. უნდა დაიჭირონ, ახლა ეძებენ, გაქცეულია," - აცხადებს ქალი "კურიერთან" ინტერვიუში.