სომალის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა. პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 2 მანქანაზე იყო დამონტაჟებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო. მათი განცხადებით, სამიზნე განათლების სამინისტრო იყო, რომელიც "მტრის ბაზას" წარმოადგენს და მხარდაჭერას არმუსლიმური ქვეყნებისგან იღებს.
ქვეყნის პრეზიდენტი დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, სამედიცინო პერსონალი გაგზავნონ.
მოგადიშუ ალ-შაბაბის სამიზნე ხშირად ხდება. დაჯგუფება ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან იბრძოლონ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანას ისლამური კანონი არ მართავს.