რუსს მესაზღვრეებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავდათ დაღესტნელი დები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ოთხივე და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზეა. გოგონები ამბობენ, რომ ისინი ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მათმა მშობლებმა ერთ-ერთ მათგანს თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირა.
ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.
ერთ-ერთმა ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა დების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, რადგან მათ სიკვდილი ემუქრებათ:
"მე ვარ ამინატ გაზიმაგომედოვა, დაბადებული 1998 წელს. ახლა ვიმყოფები საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხარეს საგუშაგოზე. გთხოვთ, არ გადამცეთ ჩემს ახლობლებს, ისინი მოსაკლავად მეძებენ."
"მე ვარ მაგომედოვა ფატიმატი, გთხოვთ, არ ჩამწეროთ ძებნილთა სიაში, რადგან ჩემს მშობლებს სურთ ჩემი პოვნა და მოკვლა. ნუ გადამცემთ მშობლებს."
"მე ვარ ფატიმატ ხიზრიევა. ნუ გადამცემთ ჩემს მშობლებს, რადგან მათ ჩემი მოკვლა შეუძლიათ."
"მე ვარ ხადიჟატ ხიზრიევა. გთხოვ, ჩემს ნათესავებსა და მშობლებს არ გადამცეთ, რადგან მომკლავენ."