27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებებს რუსეთიც ადასტურებს - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთის ფლოტს ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის აფეთქებაში ადანაშაულებს

ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებებს რუსეთიც ადასტურებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის ფლოტი ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელები, რომლებმაც ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენი ააფეთქეს, ასევე ჩართული იყვნენ უკრაინელებთან ერთად, სწორედ სევასტოპოლში, მოსკოვის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მიტანილ შეტევაზე. ფაქტს გამოხმაურებაც მოჰყვა - ეპიკური მასშტაბის ცრუ ბრალდებები - ასე შეაფასა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

კომენტარი გააკეთეს ექსპერტებმაც.

"ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებთ იმას, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს. რუსული პროპაგანდა ახლა ყველას რაღაცას აბრალებს. მათ შორის იმას, რასაც თვითონ ჩადიან. შეუძლებელია, რომ სამეფო ფლოტი ან ვინმე ბრიტანეთიდან ჩართული ყოფილიყო ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის ბლოკირებაში. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს რუსებმა გააკეთეს," - აცხადებს ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ყოფილი ოფიცერი კრის პეირი.
 

დღის ამბები