27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა - Bloomberg

Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შემოსავლების დაცემის გამო ანალიტიკოსები წუხილს გამოთქვამენ. Credit Suisse-ის "ეი ჯი ჯგუფის" ორმა ლიდერმა გარდაქმნის პროცესის დაწყება გადაწყვიტა პროცედურების მალე დასასრულებლად.

როგორც გამოცემა წერს, აქციების მომავალი გაყიდვის შედეგად, მისი შემცირებისა და 2025 წლამდე მხოლოდ "ნომინალური" დივიდენდების პერსპექტივის ფონზე, ფასები 19%-ით დაეცა, რაც რეკორდული ერთდღიანი ვარდნაა.

სტატიის თანახმად, ბანკს, აქციების შემცირების მასშტაბების მიხედვით, დრამატული ნაბიჯები ესაჭიროება. 4 მილიარდი დოლარის ოდენობით მესამე კვარტლის დარტყმამ უზრუნველყო, ის რომ Credit Suisse-ის ზარალი მიმდინარე წელს, მის მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში მიღებულ მოგებას წაშლის. ფირმის საბაზრო ღირებულება ამ თვეში 10 მილიარდ დოლარზე დაბლა დაეცა.
 

დღის ამბები