უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა. "ხელოვნება საზღვრების გარეშე" - სოლისტების ნაციონალურმა ანსამბლმა ,"კიევის კამერატამ" ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის ნაწარმოებები შეასრულა.
საღამოს ცნობილმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა ვახტანგ მაჭავარიანმა უხელმძღვანელა. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა.