უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს 35-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. ოლექსანდრ სტუპუნის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე ბელარუსის ტერიტორიიდან.
"მტერი დროებით დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს 35-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. ჯერ კიდევ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე ბელარუსის ტერიტორიიდან. ხერსონის ოლქის ბერისლავის დასახლებაში ოკუპანტები მასობრივად იცვამენ სამოქალაქო ტანსაცმელს და გადადიან კერძო საცხოვრებლებში.
ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებიდან, ოკუპანტების ხერსონის საავადმყოფოებიდან ყველა აღჭურვილობა და წამალია გატანილი. ექიმებს, რომლებიც უარს ამბობენ გამგზავრებაზე, არ რთავენ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლის ნებას, თუნდაც პირადი ნივთების წამოსაღებად. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 300 მდე ოკუპანტი განადგურდა, რომელიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდა, დაშავდა 60 რუსი სამხედრო. უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ მტრისთვის დანაკარგების მიყენებას," - აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.