ჩეხეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ათობით ათასი ადამიანი პრაღის ქუჩებში მთავრობის გადადგომისა და გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით გამოვიდა.
ადგილობრივები მზარდი ფასების ფონზე, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია საპროტესტო აქციას ორგანიზება ჯგუფმა "ჩეხეთი პირველ რიგში!" გაუწია, რომელშიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები და კომუნისტური პარტიაც შედიან. ისინი ასევე ევროკავშირსა და ნატოს ეწინააღმდეგებიან და სურთ, ჩეხეთი ნეიტრალური იყოს.