რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნული მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას თქვა. როგორც სერგეი შოიგუმ განაცხადა, 300 000 ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი 35 წელია, 82 000 უკვე უკრაინაში გააგზავნეს, რომელთაგან 42 000 უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. დანარჩენი 218 000 კი მომზადებებს გადის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო კომისარიატებში ჯარების დაკომპლექტება მოხალისეებით და საკონტრაქტო მებრძოლებით გრძელდება. პუტინმა ამჟამად მთავარ ამოცანად მობილიზებულთა ეკიპირებით უზრუნველყოფა და მათი მოზადება დაასახელა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა მობილიზაციისას გარკვეული სირთულეები და შეცდომები იყო. შეგახსნებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.