27 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის ტყავში" - წიგნი, რომელიც ჟურნალისტების თვალით დანახული ომის ისტორიას ასახავს

"ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა. საქართველოში ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი ავტორები ფრანგი ჟურნალისტები და რუსულ-უკრაინული ომის რეპორტიორები არიან. მკითხველს მედიის წარმომადგენლები საკუთარი თვალით ნანახ რუსულ სისასტიკეზე უყვებიან.

"ერთიან მონოლითში უკრაინის მთავრობასთან, პატრიოტ პოლიტიკურ ძალებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მოხალისეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ის როლი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აიღო და პატივით ასრულებს, ყველასთვის უდავოა. გადაწყვეტილების მიღებისადმი მისი არასტანდარტული მიდგომებით, ომის ყოველი წუთს, ახალგაზრდა, გამოუცდელი პოლიტიკოსიდან მსოფლიო დონის ქვეყნის ლიდერად იქცა. სტრატეგიული პარტნიორების წინადადებების მიუხედავად, უკრაინისთვის ყველაზე რთულ დროს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის, მასიური სარაკეტო დარტყმებისა და კიევის ალყაში მოქცევის უშუალო საფრთხის პირველსავე დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა არ დატოვა. აიღო მთელი ძალაუფლება ხელში და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ წინააღმდეგობას,"- აცხადებს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი.

"ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში" - თავდაპირველად ფრანგულ ენაზე, 2022 წლის მაისში გამოიცა. 

დღის ამბები