ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს სამ ნოემბერს გამოაცხადებს - ამ თემაზე დღეს საპატრიარქოში კითხვა დაისვა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქო იზიარებს სინოდის გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გიორგი მამალაძის ადვოკატმა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა. დეკანოზის ინტერესების დამცველის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, დაირღვა თუ არა გიორგი მამალაძის უფლება სამართლიან სასამართლოზე და ასევე დაირღვა თუ არა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
"ჩვენი პოზიცია არის განსხვავებული სინოდის გადაწყვეტილებისგან. სინოდის გადაწყვეტილება არის შეწყალების შესახებ თხოვნა, შუამდგომლობა. სინოდი არის უმაღლესი ორგანო საპატრიარქოში და საპატრიარქო, რა თქმა უნდა ეთანხმება სინოდის გადაწყვეტილებას,"- აცხადებს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.