27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში სამხედრო "კამაზმა" ჯარისკაცების კოლონას გადაუარა - არის მსხვერპლი

რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნის მახლობლად, საწვრთნელ ბაზაზე 22 წლის ჯარისკაცმა "კამაზის" მარკის სამხედრო მანქანით, მობილიზებული ჯარისკაცების კოლონას გადაუარა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი ადგილზე, მეორე კი მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულია 11 ჯარისკაცი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, მომხდარის დეტალებს სამხედრო გამომძიებლები იძიებენ.

დღის ამბები