საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეორგოლი მზადდება. ახალი ტურისტული ვიდეო რგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.
გადამღები ჯგუფი საქართველოს, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით ეწვია. ტურის ფარგლებში 4 კაციანმა ჯგუფნა თბილისი, მცხეთა, ზუგდიდი, მესტია, უშგული, მარტვილი, ქუთაისი და კაცხის სვეტი მოინახულეს. ვიდეო რგოლში საქართველოს ბუნება, კურორტები, კულტურა, ძეგლები, სამზარეულო და ღვინო იქნება წარმოდგენილი.