პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა სოციალური ქსელი "ტვიტერი" 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ილონ მასკი კომპანიას უკვე სათავეში ჩაუდგა. შესყიდვის შემდეგ, მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ "ჩიტი თავისუფალია".
როგორც საერთაშორისო მედია წერს, გარიგების დასრულების შემდეგ ტვიტერის გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.
კომპანია "სფეის იქსისა" და "ტესლას" დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი" უფრო ინოვაციური გახდება. გარდა ამისა ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბლოკი მოეხსნება. "ტვიტერის" შეძენის პროცესის დასასრულებლად მასკს დრო 28 ოქტომბრამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დავა ელოდებოდა.