ომის 247-ე დღეს უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი, რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები განახორციელეს რეგიონის 5 დასახლებაზე. დაზიანებულია 2 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი სისტემა.
მძიმე ვითარებაა ხერსონშიც. რუსული ძალების მიერ აქტიურად ინაღმება ოლქის სასაზღვრო ტერიტორია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ადგილზე მასშტაბური საბრძოლო ოპერაციებისთვის ემზადებიან.
უკრაინის ძალებს გარკვეული წარმატებები აქვთ ლუჰანსკის ოლქში - ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ჯარმა წარმატებით მოიგერია მტრის შეტევები ორი მიმართულებით და წინ წაიწია. ზოგადად კი ოლქში მძიმეა ვითარება, რეგიონის ყველა გათავისუფლებული სოფელი მიწასთანაა გასწორებული.